შენობის სტრუქტურას წარმოადგენს რკ/ბეტონის გაძლიერებულ ფილა-საძირკველზე დაფუძნებული გაძლიერებული რკინის სვეტების და კოჭების, სტრუქტურული ჩარჩო, რომელიც შემოსაზღვრულია ბლოკის კედლების შემავსებლით. შენობას აქვს სწორქანობიანი სახურავი, ღიობებისთვის კი გამოყენებულია ალუმინის ორმაგი მინაპაკეტის ფანჯრები.
შენობა მთლიანადაა დათბუნებული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მასალათა მოპირკეთება და სისქეები კი ასახულია ჭრილებში, ფასადებზე და გეგმებზე ასევე ექსპლიკაციებში.